საქმისწარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია უკვე დიდი ხანია პრობლემას აღარ წარმოადგენს და ამ ყველაფერს უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ დოკუმენტბრუნვის მართვის ელექტრონული სისტემა. ეს არის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტი, რომელიც ბიზნეს-პროცესების მაქსიმალური გამარტივების შესაძლებლობას იძლევა.
დოკუმენტბრუნვის მართვის ელექტრონული სისტემა ახდენს დოკუმენტების რეგისტრაციასა და კანცელარიაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციას. ეს თანამედროვე სისტემა მსხვილ კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში ხელს უწყობს დოკუმენტების ელექტრონულ მართვას, დოკუმენტბრუნვის და დოკუმენტების ციფრული არქივაციის პროცესს, ამარტივებს დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესს.
დელტა სისტემსის სპეციალისტები უკვე არაერთი წელია, რაც ქართულ IT ბაზარზე ნერგავენ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემებს. დელტა სისტემსს პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან კომპანია DocsVision-თან, რომლის პროდუქტის ლოკალიზაციაც მოადინა და ქართულ კომპანიებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის გაქართულებული სისტემა შესათავაზა.